eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რექტორის  2026 წლის  5 თებერვლის  #22/01-01 ბრძანების საფუძველზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებაზე ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის კონკურსანტებთან გასაუბრება - პრეზენტაციები ჩატარდება  2026 წლის 30 მარტს, თსუ-ის VI კორპუსის 106-ე აუდიტორიაში.

გასაუბრების განრიგი:

ნაფეტვარიძე ვლადიმერი - 16:00 სთ.

ხელაია ნინო - 17.00 სთ.

გასაუბრებაზე კონკურსანტმა უნდა ისაუბროს მის მოტივაციაზე; ასევე, კომისიის მიერ შერჩეული სილაბუსიდან კონკურსანტმა საკუთარი სურვილით უნდა წარმოადგინოს ერთი სალექციო თემა.

გასაუბრება ჩატარდება პირისპირ რეჟიმში და  უზრუნველყოფილი იქნება  გასაუბრება-პრეზენტაციის  ჩაწერა.

საკონკურსო კომისია